• თბილისი
  • 18°C
  • 11 ნოემბერი, 2019
article

ქუცნაშვილის მამამ კიდევ ერთი ბინა იყიდა, რომლის საშუალო ფასი 110 ათასი დოლარია

გავრილოვბის სისხლიანი ღამის შემდეგ უფლებამოსილებაშეწყვეტილი ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მამამ, ომარ ქუცნაშვილმა 2019 წლის 24 აპრილს, კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი დაირეგისტრირა თბილისის ცენტრში. 

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ომარ ქუცნაშვილმა, მიმდინარე წლის 24 აპრილს, 11 საათსა და 29 წუთზე გარიგების საფუძველზე შეიძინა ბინა, რომელიც გივი კარტოზიას 10 ნომერში მდებარეობს (სადარბაზო 5, სართული 5, ბინა 492. ფართი 85 კვ.მ). 

ამ მისამართზე განთავსებულია მ2-ის ძვირდაღირებული კომპლექსი (მ2 იპოდრომთან), სადაც ერთი კვ.მ-ის ფასი საშუალოდ 1300 დოლარია. 

გამოდის რომ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის (რომელიც 2012 წლის შემდეგ დეკლარირებული მილიონერი გახდა მშიერი ბავშვებით სავსე ქვეყანაში), მამამ ახალ შენაძენში საშუალოდ 110 ათას 500 დოლარი გადაიხადა.  

ომარ ქუცნაშვილი დღემდე ჩინოვნიკია. ის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული. 

აღსანიშნავია რომ ქუცნაშვილებს, იგივე მისამართზე - კარტოზიას 10 ნომერში კიდევ რამდენიმე ბინა და არასაცხოვრებელი ფართი აქვთ.