• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

"ის პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთ ქალს შეიყვანს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას"

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება წარადგენს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ის პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთ ქალს შეიყვანს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დღეს, 14 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქალები არჩევნებისას "პოლიტიკური პარტიების ავანგარდში" არიან.

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ მომენტი, სად იკარგებიან შემდეგ ისინი, როცა თანამდებობები კომპლექტდება და ქალებს ვეღარ ვხედავთ მაღალ პოზიციებზე", — თქვა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება იმას, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია. მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები.

გასული წლის მარტში პარლამენტმა გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს 150 დეპუტატიდან მხოლოდ 66-მა მისცა დადებითი ხმა. შესაბამისი ინიციატივა მაშინ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა დაარეგისტრირა.


თეგები :