• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

დიდი დაპირისპირება გახარიასა და გომელაურს შორის - კომპრომატების ომი გრძელდება

სისხლიან ჯალათად წოდებული გიორგი გახარია, მისივე კაბინეტის წევრს, ვახტანგ გომელაურს ყველა მეთოდით ებრძვის. კომპრომატები და კორუფცია - ეს ის თემებია, რომლებზეც გავრილოვის ფავორიტი გახარია, მისი გარემოცვის განცხადებით, თვეების მანძილზე აწვდიდა ივანიშვილს ინფორმაციას ჯერ კიდევ შს მინისტრად მუშაობისას. 

მეტიც, გახარია წინააღმეგი იყო შს მინისტრად ვახტაგ გომელაური გადასულიყო სუსიდან. მიზეზი მარტივია: გომელაური ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრია და მის ბრძანებებს, როგორი უკანონოც არ უნდა იყოს, მორჩილად ასრულებს წლების მანძილზე. 

თუმცა, დაპირისპირების მეორე ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც გომელაური შს სამინისტროში მივიდა. მას მცირეოდენ საკადრო გადაადგილებებზეც კი შეხვდა პრობლემები. 

გომელაური, როგორც პოლიციელი, გამოუცდელი კადრია. მან ელემენტარული გამოცდაც ვერ ჩააბარა მაშინ, როდესაც დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შს ახალმა მინისტრმა ვერ გაბედა დანაშაულის ადგილზე დაეკავებინა პრორუსი დეპუტატი, რომელმაც კამერების წინ, პირდაპირ ეთერში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

ომი გავლენებისთვის

გახარია-გომელაურის დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების დროს გახდა შესამჩნევი. არჩევნების პირველი ტური სუსს ჰქონდა ჩაბარებული. თუმცა, მაშინ, გომელაური ჩაფლავდა - ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირველი ტური მოუგო. 

ამით გაბრაზებულმა ივანიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გახარიას ჩააბარა, რომელმაც მოსყიდვით, დაშინებითა და ძალადობით ზურაბიშვილის მეორე ტურში „გამარჯვება“ უზრუნველყო. 

გახარია მაშინ, სისხლისღვრასაც არ მოერიდა. მისმა რეპრესიულმა ნაბიჯებმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოდის დირექტორის, ია კერზაიას სიცოცხლე შეიწირა. 

თუმცა, ივანიშვილისთვის მთავარი იყო ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და ამ მიზანს ოლიგარქმა გახარიას დახმარებით მიაღწია. 

შესაბამისად, ჯერ გახარიას კადრი ჩაუსვეს სუსში გომელაურს, ხოჯევანიშვილის სახით, შემდეგ კი, უბრალოდ, გვერდზე გაწიეს და სუსის რეალურ მმართველად ლილუაშვილი დასვეს. 

მეტიც, ივანიშვილი იმდენად გაბრაზებული იყო გომელაურზე რომ ის საგამოძიებო საქმესაც თითქმის სრულად ჩამოაცილა და სუსის უფროსის მოადგილედ გამოძიების მიმართულებით, პირადი კადრი - ბერას მეუღლის ნთესავი, შენგელი ფიცხელაური დაანიშნინა. 

მზადება სამოქალაქო მღელვარებისათვის

გახარიას (რომელმაც 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები გამოთხარა, დაასახიჩრა და დაასისხლიანა) პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ივანიშვილს შს ახალი მინისტრის შესარჩევად დრო დასჭირდა. 

შს სამინისტრო, 2020 წლის არჩევნებში ოლიგარქისთვის ხელისუფლების შენარჩუნების მთავარი გარანტი უნდა გახდეს. ამიტომ, ივანიშვილს იქ პირადი კადრი და მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი სჭირდება. 

თავდაპირველად, სახელდებოდა ორი კანდიდატურა: ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური.

საბოლოლო ჯამში, ოლიგარქი ირაკლი ღარიბაშვილს არ ენდო და შს მინისტრად გომელაური გადაიყვანა. 

თუმცა, გომელაური ერთხელ უკვე ჩაიჭრა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და საინტერესოა, ექნება კი რესურსი ან სურვილი - წავიდეს ყველაფერზე და გახდეს ახალი სისხლიანი ჯალათი მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას აღარ სურს კრემლის მარიონეტი და მენტალურად რუსი ოლიგარქი ხელისუფლებაში?

საკადრო გადაადგილებები შს სამინისტროში

შს სამინისტროში მინისტრზე არანაკლები გავლენით სარგებლობს ივანიშვილის რეჟიმის ერთერთი მთავარი ჟანდარმი, კახა საბანაძე. ის მეგობრობს ყველასთან - ნარკოდანაშაულში ბრალდებულებიდან დაწყებული და კრიმინალური ავტორიტეტებით დასრულებული. 

საბანაძე „ალაგებს“ ქუჩას, პირდაპირი კავშირები აქვს კრიმინალებთან და მათ, უბრალოდ, ივანიშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად იყენებს - ხელშეუხებლობის გარანტიის ფასად.

მეტიც, საბანაძეს დიდი გავლენა ჰქონდა გახარიაზეც. მას ახლო ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილთან და დიდი ხანია უკვე, რაც თავი შს პოტენციურ მინისტრად წარმოუდგენია, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ოცნება ვერ აისრულა. 

საბანაძე კურირებს ივანიშვილის რეჟიმის ლამის ზონდერ-ბრიგადებად გადაქცეულ კრიმინალურ პოლიციასაც. კრიმინალური პოლიცია ის სტრუქტურაა, რომელიც დღეს, მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტია არაფორმალური მმართველისათვის. 

არ ერიდებიან ძალადობას, იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებას, დაბრუნდა კორუფცია და დანაშაულის დაფარვის შევარდნაძისდროინდელი პრაქტიკაც. კრიმინალური პოლიცია ალიანსშია კრიმინალებთანაც.

თუმცა, აღმოჩნა, რომ გომელაური დიდ ცვლილებებს ვერ ახორციელებს. მას გასაგებად აუხსნეს რომ „არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კადრი, რომელმაც თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს“. 

ამ „რამდენიმე მნიშვნელოვან კადრში“ კი ის ადამიანიც იგულისხმება, რომელიც პანკისის ძალადობის ორგანიზებას გომელაურს აბრალებდა და მას არც თუ ეთიკურად მოიხსენიებდა.

შესაბამისად, საბანაძეც და გახარიასდროინდელი ის მოადგილეებიც, რომლებიც სისხლიანი ჯალათის თვალები და ყურები არიან შს სამნისტროში, თანამდებობაზე რჩებიან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.