• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

სოფელ მარაბდასთან ტრაილერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდასთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შსს-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები :