• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

საოკუპაციო ძალების მიერ არცევთან დაკავებული 24 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს

საოკუპაციო ზოლთან გუშინ უკანონოდ დაკავებული 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სუს-ის ცნობით, ზანგურაშვილი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზანგურაშვილი გუშინ სოფელ არცევთან დააკავეს.


თეგები :