• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

სოფელ საყავრესთან ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერა უკვე ჩააქრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 07:00 საათიდან განახლდა და ამ დროსათვის მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

​უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი მონაწილეობს.

მათივე ცნობით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

„გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


თეგები :