• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ნიკა გვარამია: ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას ვიწყებ

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორებას ორშაბათიდან დაიწყებს.

გვარამიას განცხადებით, ახალი ტელევიზიისთვის ინსვესტიციები და შენობა უკვე აქვს და საუკეთესო არხის შექმნას გეგმავს:

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – რ2ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პაატა სალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის” – აცხადებს ნიკა გვარამია.

მას შემდეგ,რაც 20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ „რუსთავი 2-დან“ გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხი დატოვეს სხვა ჟურნალისტებმაც.


თეგები :