• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი განაახლეს.

სოფლის აღნიშნულ პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათეული ე.წ. სასაზღვრო ბარიერის ლითონის ბოძი დაამონტაჟეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რუსუდან კილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შედეგად დამატებით გუგუტიანთკარელების მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიიაზე არ მოქცეულა.

მისივე თქმით, სოფლის პერიმეტრზე ამ წუთებში მიმდინარე ნაგებობების მონტაჟის შედეგად არც სარწყავი წყლის შემკრებ-გამანაწილებელი სისტემა მოქცეულა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.


თეგები :