• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

Ryanair-თან ხელშეკრულება დღეს ფორმდება – ფრენები ქუთაისიდან და თბილისდან შესრულდება

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფრენები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 21 აგვისტოს, 14.00 საათზე, საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-3 სართ. საკონფერენციო დარბაზი). ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

პირდაპირი რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავიაკომპანია „რაინეარი“ 1984 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესია. საქართველო 39-ე ქვეყანა იქნება, რომელშიც ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს.


თეგები :