• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გსურთ, ყველას დაეხმაროთ და ყველსათვის საჭირო იყოთ. თქვენ სტიმული ხართ ხალხისთვის, დადებითად მოქმედებთ ბევრზე. ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი საქმეები არ დააზარალოთ. 

კურო - ზომიერება გმართებთ ყველაფერში, გაბრაზებულსაც კი. უარყოფითი ემოციების ამოფრქვევა არას გარგებთ. დღეს კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ თქვენ გარშემო მყოფებზე. 

ტყუპი - თუ გსურთ, მომავალში მშვიდად იყოთ, მოიშორეთ ის ადამიანები და სიტუაციები, რაც ნერვებს გიშლით. იყავით დელიკატური, ღიმილიანი, მაგრამ დაიცავით საკუთარი თავი. 

კირჩხიბი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უარყოფით ინფორმაციებს. ყველაფერი მოიმოქმედეთ, რომ განმუხტოთ სიტუაცია. მიმოსვლებისა და სწავლის დღეა.  

ლომი - გაუგებრობებისადმი მეტი ყურადღება გმართებთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგიერთი ფულს, ძვირფას საჩუქარს მიიღებს. 

ქალწული - თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დააკვირდით რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ზოგჯერ სხვა უფრო ამჩნევს მცირე 

 

დეტალს, რაც მნიშვნელოვანია. 

სასწორი - უსიამოვნებაში მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ. დაივიწყეთ და გააგრძელეთ ცხოვრება. იყავით მობილიზებული მომავალზე და ღიმილით შეხვდით სიახლეებს. 

მორიელი - დააკვირდით თქვენთვის საინტერესო ადამიანების ცხოვრებას, მათ საქმიანობას. შეიძლება საინტერესო დეტალებს მიაგნოთ. ყურადღება გამრთებთ მუშაობის/სწავლისას. 

მშვილდოსანი - რასაც დიდხანს ელოდით დღეს აგისრულდებათ. გირჩევთ თქვენს ბედნიერებაზე მოშურნებს არ მოუყვეთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთ. 

თხის რქა - გარშემო მყოფებს ისეთი ლიდერი სჭირდებათ, როგორიც თქვენ ხართ - ენერგიული, ხალისიანი და საქმიანი. უხელმძღვანელეთ და ასწავლეთ მათ. 

მერწყული - ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები, შეხედულებები ჰქონდეთ. ამის გამო არ ღირს კონფლიქტი. უბრალოდ, დიპლომატიურად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. 

თევზები - მართალია, პრობლემების მოგვარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს პიროვნულად გაგზრდით. ხანდახან სიტუაციას ობიექტურად უნდა შეხედოთ. წარმოიდგინეთ თავი იმ მოსამართლის ადგილას, ვინც დეტალებს განიხილავს. 

 

astrologi.ge


თეგები :