• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ „ქართული ოცნების“ ყოფილი პიარი, ნინო შუბლაძე ინიშნება

ჟურნალისტი და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, ივანიშვილის პარტიის ყოფილი პიარი, ნინო შუბლაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოადგილედ ინიშნება. 

„პრესა.ჯი“-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გადაწყვეტილება შუბლაძის „რუსთავის 2“-ში ჩასმის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს. 

ამის შემდეგ კი, ქიბარ ხალვაშსს აცნობეს მისი დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე. 

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო შუბლაძის ამოცანაა გახლიჩოს „რუსთავის 2“-ის გუნდი და დააჩქაროს არხის „იმედის ტრენდზე“ გადაყვანა. 

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში მუშაობადა „რუსთავი 2“-ში, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მალევე გადავიდა „ქართულ ოცნებაში“, რაც ივანიშვილისადმი მისმა პოლიტიკურმა სიმპატიამ განაპირობა. 

მოგვიანებით, შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ მან პარტიული და სახელმწიფო სამსახური დატოვა, სავარაუდოდ სწორედ იმიტომ, რომ „რუსთავი 2“-ში პირდაპირ „ქართული ოცნებიდან“ ან სახელმწიფო სამსახურიდან არ მოხვედრილიყო. 

შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის სახით ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში, არხი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომლის გარანტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და მისი გუნდია, რომელიც ბომერ პირველ სატელევიზიო პროდუქტს ქმნის საქართველოში. 

P.S: ნინო შუბლაძის „რუსთავი 2“-ში მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, „პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე წერდა, რაც როგორც ჩანს, მალე ოფიციალურად დადასტურდება, თუმცა ის ამ თემაზე ღიად არ საუბრობს და კომენტარებს ერიდება.


თეგები :