• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ რუხში, „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები :