• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან.

გაათავისუფლებენ თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ 8 მოქალაქეს, ეს დღეს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლო მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ყველა დაკავებული გუშინ სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათი ოჯახის წევრებს კი ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დეფაქტო ხელისუფლება რვავე დაკავებულს, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. 


თეგები :