• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს. 

არსებული ინფორმაციით, ​11:15 საათისთვის გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, რომლებმაც ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. ოკუპანტები პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო.

რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.

სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.


თეგები :