• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის გამო შეუძლებელს შეძლებთ. სანამ თავად არ მოაგვარებთ სიტუაციას, ჩიხიდან ვერ გამოხვალთ. ეცადეთ, დაკვირვებული იყოთ. 

კურო - დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და ისეთ საქმეებსაც მოაგვარებთ, რომლებიც თქვენთვის იდეალური არაა. ნუ ეტყვით საკუთარ თავს სიამოვნებაზე. 

ტყუპი - რაც უფრო ადრე დაასრულებთ საქმეებს, მით მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის. ვინ თქვა, რომ საღამო მარტომ და მომწყენილმა უნდა გაატაროთ?..

კირჩხიბი - თუ რამე არ იცით, სანერვიულო არაა, ყველაფერს თავის დროზე ისწავლით. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. საღამო ერთად და რომანტიკულად გაატარეთ. 

ლომი - პროფესიონალური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ, თუ ჩაბარებულ საქმეს აგვარებთ. ნუ დაგეზარებათ და დეტალებსაც ჩაუღრმავდით. 

ქალწული - თუ რეგულარულად ალაგებთ საკუთარ ბინას, ნივთებს აზრებს რატომ არ მოიწესრიგებთ? დაუკავშირდით იმას, ვისაც ენდობით და საკუთარ პრობლემებზე მოუყევით, ურთიერთობა სირთულეების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. 

სასწორი - დღეს ყველას დამხმარე გახდებით. შეიძლება ადამიანი გადაარჩინთ კიდეც. რითაც გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. 

მორიელი - თუ ადამიანის მიმართ სიყვარულს განიცდით, ნუ დაუმალავთ მას. ნუ გგონიათ, რომ თქვენს თქვენს გრძნობებს ვინმე მასხრად აიგდებს. შეიძლება იმ ადამიანსაც აქვს თქვენ მიმართ სიმპათია?..

მშვილდოსანი - გავლენიან ადამიანთან პაექრობა პირველობისთვის დამატებით სტრესია. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად მიიღებთ, ცოტა უნდა იბრძოლოთ. დაამარცხეთ შიშები და სამართლიანად იმოქმედეთ. 

თხის რქა - დღეს მეტად მოგინდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი აზრების დაწყობა. საღამო განმარტოებით გაატარეთ და დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში. 

მერწყული - საქმიან შეხვედრებს მომაბეზრებელ ადამიანებთანაც კი იდეალურად წარმართავთ. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. დღეს ზოგიერთს კარგ გაკვეთილს ჩაუტარებთ. 

თევზები - დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც ზედმეტად კრიტიკული თქვენი ქმედებისა და სიტყვების მიმართ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს. თუმცა, საჭირო რჩევები გაითვალისწინეთ.

 

astrologi.ge


თეგები :