• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ნაცვლიშვილის და ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა თემაზე: როგორ დაშალონ რუსთავი 2, გადაფარონ მცოცავი ოკუპაცია და გააძლიერონ მოღალატეობრივი ფილმის პროდიუსერი ლალიაშვილი

პრესა.ჯის ექსკლუზივი: ქართული ოცნების ერთერთი იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი და პიარი, მაკო ბიგვავა, რამდენიმე დღის წინ ივანიშვილს შეკვეთილის რეზიდენციაში შეხვდნენ. 

როგორც ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან წყარომ გვაცნობა, შეხვედრის მიზანი რუსთავი 2-ის ურჩი გუნდის დაშლა, ტელეკომპანიის “იმედის ტრენდზე” გადაყვანა, გუგუთიანთკარში განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის გადაფარვა და სამთავრობო არხის დირექტორის მოადგილის, მოღალატეობრივი ფილმის პროდიუსერის, ნიკა ლალიაშვილის მხარდაჭერა იყო.

კერძოდ: მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილმა ხალვაშის სახით ხელში ჩაიგდო რუსთავი 2, გუნდისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წყალობით, არხი სარედაქციო დამოუკიდებლობას მაინც ინარჩუნებს, რაც ოლიგარქის გარდა, ლაშა ნაცვლიშვილსაც ძალიან აღიზიანებს.

ამიტომ, ქართული ოცნების პარტიული ოფისიდან მოწოდებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოვებულმა ნაცვლიშვილმა ივანიშვილს რუსთავის 2-ის შესახებ თავისი ხედვა გააცნო. 

მეორე: შეხვედრაზე საუბარი შეეხო გუგუთიანთკარში მიმდინარე მოვლენებსაც, რაც ნაცვლიშვილის აზრით, სასწრაფოდ საჭიროებს გადაფარვას, თუნდაც ამისთვის ხმაურიანი დაჭერები და კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია იყოს საჭირო. 

და მესამე: ნაცვლიშვილი თვლის რომ მის დასაყრდენს იმედში, ნიკა ლალიაშვილს ჟურნალისტების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. 

ნაცვლიშვილი შიშობს რომ მალე იმედში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან მოღალატეობრივი ფილმის პროდიუსერის ინტერესებს მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი იცავს და ისიც ბოლომდე ვერა.

ნაცვლიშვილმა ივანიშვილს სამთავრობო იმედში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “მწვანე შუქის ანთება” სთხოვა -“სიტუაციის დალაგების მიზნით”.

საინტერესო დეტალი: ამ შეხვედრიდან მალევე, სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაკითხვაძე დაიბარა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე.

სავარაუდოდ, დეპუტატის კორუფციული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაბარება, ერთი მხრივ, კვირიკაშვილის დაშინებას, მეორე მხრივ კი, გუგუთიანთკარში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, სადაც ივანიშვილის რეჟიმი სამარცხვინოდ დუმს.


თეგები :

ივანიშვილი