• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

სუსი კვირიკაშვილის წინააღმდეგ - დაკითხვაზე ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი მეგობარი, დეპუტატი გეგიძე დაიბარეს

დაკითხვაზე კვირიკაშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე დაიბარეს. 

ბიძინა გეგიძეს სუსის ანტიკორუფციული სამსახურის გამომძიებლების წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა. 

პრესა.ჯის ინფორმაციით, გეგიძის დაკითხვაზე გამოძახება მათ შორის ფიქტიური დღგ-ს ჩათვლებით ბიუჯეტიდან გატანილ ას მილიონზე მეტი ლარის კორუფციულ სქემას ეხება.

სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ფიქტიური დღგ-ების შექმნით ბიუჯეტიდან დიდი თანხების მითვისების ფარგლებში გამოძიება რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული სიუჟეტისა და პრესა.ჯის სტატიის შემდეგ დაიწყო.

თუმცა, გომელაურის უწყება რატომღაც ვერ ეხება ამ კორუფციული სქემის მთავარ მონაწილეებს: პრემიერ ბახტაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, მის ნათესავს, ლაშა ქორიძესა და რაც მთავარია, ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს.

ამიტომ, შეიძლება ითქვას რომ სუსი ებრძვის არა კორუფციას, არამედ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს, სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური გეგმების გამო. 

ხაზარაძე და კვირიკაშვილი ახლო მეგობრები არიან. კვირიკაშვილის მეგობარია ბიძინა გეგიძეც. 

პარალელურად, კორუფციის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაშიც, სადაც კვირიკაშვილის კიდევ ორი მეგობარი, ყოფილი მინისტრები: ქუმსიშვილი და ალავიძე ფიგურირებენ.