• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

არჩილ თალაკვაძე: „რუსთავი 2“-ს ვალების ჩამოწერაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს

შესაძლოა თუ არა ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს - ამ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების ჩამოწერაზე პრეტენზია.

„აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანიებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, ვალების რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის მოთხოვნით სახელმწიფოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. 


თეგები :