• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

„საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას“

„საპატრიარქომაც და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ აღნიშნა.

მისი თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მსჯავრდებულის ძმა სექტემბრიდან კვლავ აქციებს აანონსებს. თორნიკე მამალაძე დღემდე უცნობი ფაქტების გასაჯაროებასაც აპირებს, რომელსაც მისი მტკიცებით, საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს.

„კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება რომ შევიდე და მოვინახულო ჩემი ძმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის. მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რადგან მითხრეს ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. სექტემბრიდან ვაპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არის. იმ წერილებთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს რა წერილებიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა. ჩვენ საპატრიარქომაც  და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 


თეგები :