• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

ხელისუფლება თავისივე ტყუილებში გაიხლართა - აღმოჩნდა რომ ლარის გაუფასურებას, ანტისაოკუპაციო მიტინგები კი არა, კორუფცია და ბიუჯეტის ძარცვა განაპირობებს

წარმოგიდგენთ ოფიციალურ მტკიცებულებებს, თუ როგორ გვატყუებს ხელისუფლება და როგორ ცდილობს თავისივე შეცდომები და დანაშაული, რუსთაველზე მდგარ ახალგაზრდებს დააბრალოს.

თუ აქამდე გვეუბნებოდნენ რომ ლარის გაუფასურება და ფასები ზრდა ანტისაოკუპაციო მიტინგებს უკავშირდებოდა, რომლის გამოც თითქოსდა ტურიზმი შემცირდა, აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის და პირიქით - ივლისის თვეში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. 

 

„ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. 

 

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%). 

 

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა. 

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%, და სხვა. 

 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა", - განაცხადა ქვრივიშვილმა. 

 

ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სააგენტოებით გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლების აშკარა ტყუილი. 

 

ხელისუფლება, ტურიზმის შემცირებას და აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურებას რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო მიტინგებს აბრალებდა. 

 

არადა, სახელმწიფო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, თურმე პირიქით, ტურიზმის 5.8 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. 

 

ბუნებრივია, ხელისუფლების ეს ტყუილი არ გამორჩა მედიასაც. მედიამ დეტალურად მიმოიხილა ხელისუფლების აშკარა ტყუილი, რამაც ტურიზმის დეპარტამენტს თავისივე გავრცელებული ინფორმაციის კორექტირებისაკენ უბიძგა და ახალი ნარატივიც გამოცხვა. 

 

ჩვენი ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილს, ეკონომიკის მინისტრმა თურნავამ, ზუსტად ამ ნარატივის გავრცელება დაავალა, კვლავ სააგენტოების მეშვეობით: 

 

„ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების 6.4%-იანი კლება გვაქვს, ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა. 

 

"ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ვიზიტები ორნიშნა რიცხვით გაიზრდებოდა. 

 

თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს ვერ მოხერხდა და ვეცადეთ, რომ შესაძლო ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და შემცირების მიუხედავად პოზიტიურ ზრდის ტემპს ვინარჩუნებთ. 

 

ივლისის თვეში ვნახეთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ. გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო გზით და ასევე იყენებენ სატრანზიტო გზებს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

მიუხედავად შეცვლილი რიტორიკისა, ქვრივიშვილი ვერ უარყოფს შემდგარ ფაქტს: ივლისში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, ლარის გაუფასურების მიზეზი ტურიზმის შემცირება ვერ გახდებოდა. 

 

გამოდის რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს ისევ ატყუებს და მისი არაკომპეტენტურობის გამო მოქალაქეებისათვის შექმნილ პრობლემებს რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს აბრალებს. 

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა არა ოპოზიციის ან ახალგაზრდების, არამედ ივანიშვილის რეჟიმის ბრალია, რაც ძირითადად, ტოტალური კორუფციიდან და ბიუჯეტის ძარცვიდან გამომდინარეობს. 

 

მარტივად რომ ვთქვათ: ივანიშვილის კლანი ხალხის ფულს იპარავს და მდიდრდება, ბიუჯეტი იძარცვება, ბიზნესს ავიწროვებენ, პირდაპირი ინვესტიციები არ შემოდის, რაც მთელი ამ პრობლემების კასკადსა და სიღარიბის ზრდას განაპირობებს.