• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

არისტოკრატიული თეთრი კანი კვლავ მოდაში შემოდის

ამ დროისათვის, მსოფლიოში გარუჯული კანი პოპულარობის პიკშია. მოდას არც საქართველო ჩამორჩება. ჩვენთანაც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში,  გარუჯული კანი სილამაზის ეტალონად ითვლება. ავტორუჯის და სოლარიუმის მომსახურებაზე მოთხოვნა უჩვეულოდ მაღალია. თუმცა, ახალი პროგნოზებით, ახლო მომავალში სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

მსოფლიო მოდის გამოცემები წერენ, რომ არიტოკრატიული, ანგელოზისებური თეთრი კანი კვლავ ტრენდული ხდება. შოკოლადის ელფერი კი პოზიციებს დაკარგავს.

ასე რომ, ღია ფერის კანის მქონე გოგონებო, გიხაროდეთ! თქვენ აღარ მოგიწევთ ფულის ხარჯვა ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზის მიღებაში, რაც, როგორც ამბობენ, ჯანმრთელობას ვნებს. შავგვრემნები კი, პირიქით, ახალ ეტალონთან მიღწევისთვის გაიღებენ თანხებს. 

ღია ფერის კანი მოდაში პირველად არ შემოვა, თუმცა, ზოგადად, ამ წელს აქცენტი ბუნებრივობაზეა. ეს რას ნიშნავს? თოვლისფერი თეთრი პუდრი სახეზე კვლავ არამოდურად ითვლება და მეტიც, თანამედროვეობაში ცოტა სასაცილოდაც გამოიყურება. ამიტომ იმ თანამედროვე გოგონებს, ვისაც მუქი ფერის კანი აქვთ, სპეციალისტები ურჩევენ არ ეცადონ სითეთრის მიღწევას მაკიაჟის მეშვეობით. კანის გასათეთრებლად სხვადასხვა საშუალებებიც არსებობს, რომელიც ცე ვიტამინზეა დაფუძნებული. 

კანის გასაღიავებლად გოგონებს შეუძლიათ გამოიყენონ ხალხური საშუალებები, ნიღბები, რომელიც შეიცავს მჟავებს. მაგრამ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, კანის გაღიზიანება, ან საერთოდაც, დაწვა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა კარგი რეპუტაციის მწარმოებლებისგან - მაგალითად, მსუბუქი კრემების და შრატების.

საუკეთესო პროდუქტია ის, რომელიც შეიცავს SPF-ს - ულტრაიისფერი სხივების ფილტრს. ასეთი საშუალება არა მხოლოდ აღიავებს კანს, არამედ, იცავს მას რუჯისა და მუქი ფერის ლაქებისგან. ზოგი მჟავა ალერგიას იწვევს, რაც გასათვალისწინებელია. 

ასევე, კანის გათეთრების ეფექტს მთელი რიგი პროდუქტები იძლევა. რაციონში შეიტანეთ ისეთი საკვები, რომელიც ვიტამინ ცე-ს შეიცავს. ესენია - ციტრუსები, მწვანილი, სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, ბულგარული წიწაკა. 

მთავარი კი უნდა გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი და ჯანმრთელი კანი მოდიდან არასდროს გადავა.


თეგები :