• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

"აჭარაში ტურისტების კლების ტენდენციაა, რაც ნაცმოძრაობის ქმედებებმა გამოიწვია"

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და  ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"ეს გამოიწვია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც,  აისახება. ეს აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, ცვლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, ცენტრალური მთავრობა სრულ კოორდინაციაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 


თეგები :