• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

ევროკავშირის მონაცემებით, შავი ზღვა ორჯერ უფრო ბინძურია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა

შავი ზღვა ორჯერ უფრო მეტად არის დაბინძურებული ე.წ. საზღვაო ნაგვით, ვიდრე ხმელთაშა ზღვა. ამის შესახებ ნათქვამია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

შავი ზღვის წყლების შესწავლა განხორციელდა 2017-2019 წლებში საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიულ წყლებსა და ღია ზღვაში.

შავი ზღვის ეკოლოგიურმა მონიტორინგმა გამოავლია, რომ შავი ზღვაში აღმოჩენილი საზღვაო ნაგვის უმეტესობა პლასტიკური ნივთიერებაა, მაგალითად, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და ა.შ.

შავ ზღვაში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოდის 90,5 ერთეული ნაგავი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი ზოგიერთი ნივთიერება, მათ შორის ქიმიური, ასევე პესტიციდები და ბენზოაპერინი საშიშია ადამიანებისა და შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.


თეგები :