• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

"ქსენოფობი სირები ვართ და იმის შიშით რომ ჩვენ შვილს სექსი არ ჰქონდეს მუქი ფერის კანის ადამიანთან, სავიზო შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენგან სამხრეთით დაბადებულ ადამიანებს" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს:

"რატომ უფასურდება ლარი დოლართან მიმართებაში?

იმიტომ რომ:

1. ქსენოფობი სირები ვართ და იმის შიშით რომ ჩვენ შვილს სექსი არ ჰქონდეს მუქი ფერის კანის ადამიანთან, სავიზო შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენგან სამხრეთით დაბადებულ ადამიანებს ან პირდაპირ, ახსნა განმარტებების გარეშე ვაბრუნებთ უკან საზღვრიდან

2. ‘ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა’ ავიკვიატეთ და სკანდინავიური რედისტრიბუციის სისტემის აწყობას ვცდილობთ ღატაკი უტვინოების ქვეყანა

3. მიწის უცხოელებზე მიყიდვა ავკრძალეთ კონსტიტუციით, რითიც მიწის როგორც აქტივის ფასი დავაგდეთ გრძელვადიანად და იმედი გვაქვს რომ მაღალი და თეთრი კანის უცხოელები მიწის ყიდვის გარეშე ჩაგვიდებენ აქ ასობით მილიონიან ინვესტიციებს

4. უტვინოებიც კი ვხვდებით რომ ლარზე სანდო დოლარია, მაგრამ მაინც ლარის გამოყენებას ვაიძულებთ საკუთარ თავს ე.წ. ლარიზაციით

5. ნაცვლად იმისა რომ ევროპისგან ის გადმოვიღოთ რაც მართლა ღირებულია, სულელური წამხედურობით ათასგვარი რეგულაციები გადმოგვაქვს და შუბლში ‘კანტროლკას’ ვადებთ ისედაც გაფარჩაკებულ ეკონომიკას

6. იმის ნაცვლად რომ გადასახადები დავწიოთ, იქნებ ვინმეს სადმე მაინც გაუჩნდეს სურვილი რომ ამ წუმპეში საკუთარი ფულით ბიზნესის კეთება გარისკოს, გადასახდებს ვზრდით ყველაფერზე რაზეც კანონით დაშვებულია

7. საკუთარი ჯიბიდან ვხარჯავთ ფულს იმაზე რომ რუსეთის ეკონომიკას უფრო მეტად მივებათ და მერე ერთმანეთს ვამუნათებთ -პუტინს არ შეაგინო თორემ ემბარგოს გამოგვიცხადებს და დაგვერხევაო.

8. შეძლებულ ადამიანებს გადასახადებით ფულს ვართმევთ, მერე მათივე ფულით მათ ჯანდაცვას ვუფინანსებთ და ამ პროგრამში ყოველ წელს ასობით მილიონით მეტს ვყრით, პარალელურად სამედიცინო დაწესებულებები ჩვეულებრივ ფულის საჭრელ ცეხებად ვაქციეთ და გვიკვირს რატომ არის ჯანდაცვის სერვისი ასეთი უხარისხო ქვეყანაში

9. ვითომ სიბერის უზრუნველჰყოფის მიზნით სახელმწიფო საპენსიო სისტემას ვქმნით, რომლის დასაფიანანაებლად საკუთარ თავს დამატებით გადასახადს ვუწესებთ და ამ ფულს ვაბარებთ სააგენტოს, რომლის უფროსმაც რთული პროცენტის დათვლა არ იცის

10. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნად სავაჭრო ბალანსის უშინაარსო გაუმჯობესებას ვისახავთ და ათასგვარი რეგულაციებითა და სუბსიდიებით საკუთარ ფეხებში ვიხლით ტყვიებს

11. ვიგონებთ ‘ჭარბვალიანობას’ და მის შესამცირებლად საკუთარ თავს ვუკრძალავთ ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას, პარალელურად კი აგონიაში მყოფ ეკონომიკას სახეს ვაძრობთ

12. იმის გამო რომ სხვადასხვაგვარ გემოვნებებზე ვერ ვთანხმდებით, მშენებლობას ისე ვარეგულირებთ, რომ ამ სფეროს ვგუდავთ და გრძელვადიანად ოლიგოპოლიზაციისკენ მივექანებით

13. უტვინოდ გვჯერა რომ ‘ტყე შეუნახე შვილებსა’ ნიშნავს ტყის სახელმწიფო მფლობელობას, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 40% გაზულუქებული ბიუროკრატების საჭმელად გვაქვს მიგდებული, ისე რომ თან შიმშილით ვკვდებით

14. უტვინოდ გვჯერა რომ წიაღისეული ჩვენი საერთო სიმდიდრეა, სახელმწიფო საკუთრებაში ვტოვებთ და ასევე საჭმელად ვუგდებთ დროის კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ მთავრობასთან დაახლოებულ ‘ბიზნესებს’, ხოლო ჩვენ ისევ შიმშილით ვკვდებით

15. ვითომ საკუთარი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს რითიც დამატებით რისკებს ვუჩენთ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებაზე წამსვლელ ნებისმიერ თავზეხელაღებულს

16. ეკონომიკის მესამედს უტვინო და უსინდისო ბიუროკრატიას ვაძლევთ დასახარჯად და იმედი გვაქვს რომ ამ ფულს ჩვენზე უკეთ დახარჯავენ ჩვენივე სასიკეთოთ

17. ეს მესამედი რომ არ ყოფნის, ვითომ ‘გრძელი ფულის’ შესაქმენლად, დამატებითი ვალების აღების უფლებას ვაძლევთ იგივე უტვინო ბიუროკრატიას, ისევ იმის იმედად რომ ჩვენ სასიკეთოდ დახარჯავენ, თან, მომავალში, ეს ვალები ჩვენივე გასასტუმრებელია

18. ქვეყანაში არც ერთი ფორმალური თანამდებობის პირი რეალურად არ არის არც რაიმეზე პასუხისმგებელი და არც რაიმეზე გადაწყვეტილების მიმღები და იმედი გვაქვს რომ ასეთ რეალობაში სერიოზულ ხალხს მოუნდება აქ სერიოზული საქმის კეთება

19. პირველი კლასის მოსწავლეებივით თვალებში შევციცინებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ევროკავშირს, და მათგან მომავალი ნებისმერი (და მეტწილად სულელური) რჩევა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გვგონია რადგან თავად უტვინო და მხოლოდ ზედაპირული ცოდნის მქონენი ვართ

20. რუსეთის ინტერესების მთავარი ლობისტი ამ ქვეყანაში, საქართველოს საპატრიარქო, დღემდე ყველაზე სანდო და მაღალ რეიტინგულ ინსტიტუტად გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ღარიბები და უტვინოები

21. კანაფის ლეგალიზაცია ეშმაკისეული ქმედება გვგონია და გვირჩევნია ბავშვები გვეხოცებოდეს შიმშილით, ვიდრე ცოტათი გავმდიდრდეთ, რადგან ასე გვიქადაგებს საპატრიარქოს რუპორი მმკ

22. საკუთარი ფულით ბიუჯეტიდან ვკვებავთ კარის ბიზნესმენებს, რომლებიც შემდეგ ამ ფულის ნაწილს ხელისუფლებების პოლიტიკურ ფულად აქცევენ და ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში

23. სსიპ-ებსა და ააიპ-ებში ვხარჯავთ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ მილიარდზე მეტს და ასე ვეხმარებით ხელისუფლებებს საკუთარი პარტაქტივის შენახვაში

24. ასევე ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვაფინანსებთ კულტურისა და სპორტის ‘მოღვაწეებს’ რათა ვუზრუნველვჰყოთ ცნობადი სახეების პოლიტ-ერთგულება ხელისუფლებებისადმი

25. ასევე ჩვენი ფულით, სხვადასხვა გზებით, ვაფინანსებთ დუნდუას მსგავს ექსპერტებს რომლებიც რაღაც პერიოდი ხელისუფლებების იდიოტური პილიტიკის გამპრავებლად მუშაობენ, ხოლო შემდეგ თანამდებობებს და მაღალ შემოსავლებს იღებენ სხვადასხვა საჯარო უწყებებში

26. ერ ბანკი, რომელსაც ისედაც, კანონით მინიჭებული ერთადერთი ფუნქცია აქვს - ადამიანების გაღარიბება ინფლაციის საშუალებით, ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ვაქციეთ და საფინანსო სექტორის ერთერთ წარმატებულ ინსტიტუტს მივუქსიეთ

27. პოპულისტი და საბიუჯეტო ბენეფიტებზე დახარბებული პარტიების დოღი გვაქვს მოწყობილი, ქვეყანაში, რომლებიც მხოლოდ პენსიების ზრდას პირდებიან ასაკოვან, გაუბედურებულ მოქალაქეებს, რითიც მუდმივად ზრდიან ბიუჯეტის არაეფექტურად გადანაწილებისა და გადასახადების გაზრდის შანსებს

28. მურუსიძეების სასამართლო გვაქვს და თან ყველამ ვიცით რომ სინამდვილეში სერიოზული საქმეები სოლოლაკში ან საპატრიარქოში ირჩევა, მათ შორის მახვილი ბიზნეს დავებიც

და ა.შ და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

მოკლედაც შეიძლება:

სირები ვართ

სირობების გვჯერა

სირებს ვუგდებთ ხელში ძალაუფლებას

და მათვე ვაძლევთ სირულ პოლიტიკურ დაკვეთებს

ამიტომ უფასურდება ლარი

რაც თავის მხრივ მხოლოდ სიმპტომია რომ დედა აღარ ჰყავს ეკონომიკას

პ.ს.:

29. რაც ზემოთ წერია, ამ პუნქტებიდან ლარის გაუფასურებამდე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაბმა ძალიან გვიჭირს, ძალიან, წარმოუდგენლად," - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.


თეგები :