• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

თეა დარჩია: ისე ვიყავი თამაშზე დამოკიდებული, 9 თვის ორსულიც კი ვთამაშობდი კაზინოში... დედის და ბებიის შეგროვებული ოქროულობა დღემდე ლომბარდშია

სუხიშვილების ყოფილი სოლისტმა, მოცეკვავე თეა დარ­ჩიამ, რომელიც 4 შვილის დედაა, ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი" რთუ­ლ პე­რი­ო­დე­ბზე  ისაუბრა - აზარტული თამასებით გატაცებაზე, რომ­ლის გა­და­ლახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბის­ყო­ფა და ეკ­ლე­სია და­ეხ­მა­რა.

"რე­პე­ტი­ცი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­დი­ო­დი კა­ზი­ნო­ში, კა­ზი­ნო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, შევ­დი­ო­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე… მად­ლო­ბა ღმერ­თს, ტვი­ნი მეყო და ისე­თი თან­ხა არ წა­მი­გია, რომ დავ­ღუ­პუ­ლი­ყა­ვით მეც და ჩემი ოჯა­ხიც.

დღემ­დე ლომ­ბარ­დშია მთე­ლი ჩემი ოქ­რო­უ­ლო­ბა და ბრი­ლი­ან­ტე­ბი, რა­საც ბე­ბია და დედა მიგ­რო­ვებ­დნენ… გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და, გამ­ქონ­და და შე­მომ­ქონ­და…

თა­მაშ­ში კარ­გავ ჯან­მრთე­ლო­ბას, დროს, ნერ­ვებს, ფულ­ზე აღარც არის ლა­პა­რა­კი… იქ ცხოვ­რე­ბას კარ­გავ… გა­ზომ­ბე­ბუ­ლი თა­მა­შობ, იმის­თვის კი არა, რომ ფული მო­ი­გო, არა­მედ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო მეტი ითა­მა­შო. ამი­ტომ, ახალ თა­ო­ბას მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ, არ გე­გო­ნოთ, რომ თქვენ ეს არ და­გე­მარ­თე­ბათ, მეც მე­გო­ნა, რომ ერთხელ გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ… მე მიშ­ვე­ლა ღმერ­თმა…

ჩემ­მა ქმარ­მა, გუ­ჯამ იმ­დე­ნი გა­და­ი­ტა­ნა მაგ დროს, მა­მა­ომ უთხრა, სა­სუ­ფე­ველ­ში გზა ხსნი­ლი გაქვს, შე­გიძ­ლია, ლოც­ვე­ბიც აღარ იკი­თხოო…

9 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი მე­ო­რე შვილ­ზე, მი­რი­ან­ზე. სახ­ლში მი­ვე­დი, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი და მივ­ხვდი, რომ მე­წყე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბა. გავ­ვარ­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ორ სა­ათ­ში ვიმ­შო­ბი­ა­რე და ცოტა ხან­ში მი­რე­კა­ვენ კა­ზი­ნოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი: თეა დღეს რო­მელ­ზე მოხ­ვა­ლო. ვუ­თხა­რი დღეს ბიჭი გა­ვა­ჩი­ნე, ვერ მო­ვალ­მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 9 თვე ისი­ნი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე იყ­ვნენ, რო­გორ მეზ­რდე­ბო­და შვი­ლი მუ­ცელ­ში, 9 თვე, ორ­სუ­ლი ვთა­მა­შობ­დი კა­ზი­ნო­ში… ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი მე?!

მახ­სოვს მი­წისძვრა მოხ­და, კე­დე­ლი გა­იხ­სნა კა­ზი­ნო­სი, "ლუსტრა" ჩა­მო­ვარ­და, ყვე­ლა გარ­ბო­და, მე კი მო­გე­ბუ­ლი “ფიშ­კე­ბით” ვი­ჯე­ქი მა­გი­დას­თან და არ ვიძ­რო­დი.

ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ბავ­შვე­ბი მის­მე­ნენ, თან ჩემი მოს­წავ­ლეა ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო და ზუს­ტად იცი­ან, რომ არ ვა­ტყუ­ებ არც ერთ სი­ტყვას: თუ დრო გაქვთ და­სა­კარ­გი, ჯან­მრთე­ლო­ბა და­სა­კარ­გი, ცხოვ­რე­ბა და­სა­კარ­გი, ფუ­ლიც და­სა­კარ­გი, კი ბა­ტო­ნო… თა­მაშ­ში რომ ვინ­მე რა­მეს იგებ­დეს, არ არ­სე­ბობს…” – ისა­უბ­რა თეა დარ­ჩი­ამ “ფა­რულ კონ­ვერ­ტში”.


თეგები :