• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რეჟიმი ლპება და რეჟიმი იხრწნება

ასეთია სისხლიანი ჯალათი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის სასტიკი დარბევიდან 40 დღის შემდეგ. 

ფორმალურად ის თანამდებობაზე რჩება, მაგრამ მისი ლპობის და ხრწნის პროცესი მაინც შეუქცევადად მიმდინარეობს.

ის უკვე ვეღარ აკონტროლებს, ვეღარ მართავს, ვეღარ ლავირებს... აღარ აქვს ძალა-უფლება.

და თუ სისტემა არის სისხლიანი ჯალათი, როგორც ამას ივანიშვილის გამოსვლები გვასწავლის, მაშინ სისტემა ინგრევა და სისტემა იშლება.

„ასე გამოიყურება დღეს რეჟიმი - ხრწნაში დამპალ-აყროლებული. ეს თვითონ ვერ ამჩნევს, თორემ ყველა მშვენივრად ვხედავთ, ისიც ვიცით, რა ბედი ელის.

უზურპატორი უნდა წავიდეს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ და ამ მოკლე ტექსტით ზუსტად შეაფასა ივანიშვილის რეჟიმის დღევანდელი მდგომარეობა.

ლპობა: „მიკროორგანიზმების მოქმედებით აზოტის შემცველ ნივთიერებათა (ცილების, ამინომჟავების) დაშლის პროცესი“.

ხრწნა: „აზოტოვანი ორგანული ნაერთების (უმთავრესად ცილების) დაშლის პროცესი, რაც განპირობებულია აერობული, ფაკულტატური ანაერობული ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედებით. 

ამ პროცესს თან სდევს მყრალი სუნის ნივთიერებათა (აზოტის და გოგირდის) გამოყოფა“.

მართლაც, „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“.