• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"მართლა როგორ ფილიგრანულად მუშაობენ ეს დედამო**ნული ღრუსები!" - კარასინის შემცვლელ ივან ვოლინკინს ქართველი ცოლი ჰყავს

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში ამ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"აბა, კარგად შეხედეთ ფოტოს - კაცს, ვინც კარასინი უნდა შეცვალოს თანამდებობაზე (საქართველოსთან და უკრაინასთან ურთიერთობაშიც), ცოლად ჰყავს "სვეტლანა მერაბოვნა".

ამ ქალის გვარი ვერსად ვიპოვნე, მაგრამ "მერაბოვნა" მხოლოდ ერთ ეროვნებას მიუთითებს.

მართლა როგორ ფილიგრანულად მუშაობენ ეს დედამოტყნული ღრუსები!!

ამას ჩვენი სპეცსამსახურებისთვის უფრო ვდებ, თუმცა ვიცი, რომ:

1. კიდიათ;

2. ვერც მიხვდებიან, რა უნდა გააკეთონ (გაარკვიონ ამ ქალის აქაური კავშირები)," - წერს გოგოტიშვილი.

კომენტარებში ჟურნალისტს მეგობრებმა დაუწერეს, რომ "სვეტლანა მერაბოვნა" გვარად რამიშვილია და მათი შვილები საქართველოში ცხოვრობენ. სვეტლანა რამიშვილი ცნობილი ქართველი მწერლის, "მამლუქის" ავტორის" უიარაღოს ფსევდონიმით ცნობილი კონდრატე თათარაშვილის შთამომავალია.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.

60 წლის დიპლომატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს დაამთავრა და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და მონტენეგროში, ასევე საქართველოსა და მაკედონიაში.

2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე და სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2013 წლიდან 2018 წლამდე, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ივან ვოლინკინი საქართველოში ხელისუფლების მიერ პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.


თეგები :