• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

სამაშველო ოპერაციის გამო თუშეთის საავტომობილო გზა ჩაკეტილია

ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა აკრძალულია. პოლიციას გზა სოფელ ლეჩურთან, მე- 9 კილომეტრზე აქვს ჩაკეტილი. ტურისტები გზის გახსნას ადგილზე რამდენიმე საათია ელოდებიან.

მაგისტრალის ჩაკეტვის მიზეზი სამაშველო ოპერაციაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოავარიას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ხევში გადავარდნილი სატვირთოს ამოყვანას სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად ცდილობს.

ბოლო ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო მაშველები 18 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ, წყალმა გაიტაცა. მაშვებლებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და ხევიდან მათი უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები :