• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

რუსთავი 2-ის საქმე - ივანიშვილმა დავით გარეჯი აზერბაიჯანელი მოსამართლის ხმაში გაცვალა?

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც პრესა.ჯის აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს. 

„ივანიშვილმა, რომლის სახელითაც მოლაპარაკებებს უჩა მამაცაშვილი აწარმოებდა, პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, ევროსასამართლოში აზერბაიჯანის წარმომადგენლის მიერ რუსთავი 2-ის სარჩელის წინააღმდეგ  ხმის მიცემის სანაცვლოდ დავით გარეჯი შესთავაზა“ - გვითხრა წყარომ. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მისცა ხმა, აზერბაიჯანელმა მოსამართლემ, Síofra O’Leary-მ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხის, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.

ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაქვეყნა. ექვსი ერთის წინააღმდეგ, ასეთი შედეგით მიიღეს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა.

შედეგად, მოიხსნა დროებითი შეჩერების მექანიზმი, ხოლო რუსთავი 2-ის სამი მოთხოვნიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა, რაც მართლაც შოკისმომგვრელი იყო როგორც ტელევიზიის მენეჯმენტისათვის, ისე სრულიად პროდასავლური ოპოზიციისათვის. 

ერთადერთი მოსამართლე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, Vincent A. De Gaetano იყო მალტიდან.

საქმის განმხილველ მოსამართლეთა სია...

Angelika Nußberger (Germany), 

Yonko Grozev (Bulgaria), 

Vincent A. De Gaetano (Malta) 

Mārtiņš Mits (Latvia) , 

Síofra O’Leary (Ireland),

Lәtif Hüseynov (Azerbaijan), 

Lado Chanturia (Georgia).

ამ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტიულების გამოქვეყნების შემდეგ მოვლენები ფორსირებულად განვითარდა. 

ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფმა ქიბარ ხალვაშმა, არხის გადაფორმება მოითხოვა, რაც ოპერატიულად აღასრულა იუსტიციის სამინისტრომ. 

მეტიც, ხალვაშის მოთხოვნით, რუსთავი 2-ის დირექტორად ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა, რომლის განცხადებაც, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ, საეჭვოა ჟურნალისტებისათვის.

შესაბამისად, არხის გენერალური დირექტორი აღარ არის რუსთავი 2-ის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი, ნიკა გვარამია, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ტელევიზია დემოკრატიის კუნძულად აქცია.

ბრძოლა გრძელდება...

იურისტების განცხადებით, გადაწყვეტილება დიდ პალატაში გასაჩივრდება. 

თუ რუსთავი 2-ის საჩივარი დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, ავტომატურად გაუქმდება როგორც ევროსასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, ისე ქართული სასამართლოების მიერ არხის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების ფაქტიც. 

გაიცვალა თუ არა დავით გარეჯი აზერბაიჯანელი მოსამართლის ხმაში?

ქართული ისტორიული ძეგლის, დავით გარეჯის მიმართ, ათეული წლებია პრეტენზიები აქვს მეგობარ აზერბაიჯანს. აზერბაიჯანი დავით გარეჯს ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევს. 

თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი, სააკაშვილის ხელისუფლება მეგობრული პოლიტიკით იმდენს ახერხებდა რომ ეს თემა ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი არ გამხდარიყო. 

სამაგიეროდ, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რამდენიმე თვის წინ, სრულიად მოულოდნელად, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან გზის გაყვანა დაიწყეს და სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. 

გაჩნდა კითხვები, რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის გადმოწევა და ტურისტებისათვის გზის ჩაკეტვა? 

ეს კითხვები კიდევ უფრო პასუხგაუცემელი დარჩა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა რომ ივანიშვილის რეჟიმი მთელ ამ პროცესს თვალს მშვიდად და აუღელვებლად ადევნებდა. 

გაკეთდა მხოლოდ ფორმალური განცხადება იმის თაობაზე რომ შეიქმნა ქართულ-აზერბაიჯანული ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სადაო მონაკვეთს დააზუსტებს და სადემარკაციო სამუშაოებს ჩაატარებს. ეს ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, თუმცა, უშედეგოდ...

სინამდვილეში კი: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გაყიდული და გასხვისებულია ივანიშვილის მიერ, ევროსასამართლოში აზერბაიჯანის წარმომადგენლის რუსთავი 2-ის სარჩელის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ“ - ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ აზერბაიჯანელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს“, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.