• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფომრაციით, მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყეტილება მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


თეგები :