• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ჯგუფი "მგზავრები" მოსკოვში კონცერტს გამართავს

26 ივლისს, მოკოვში ჯგუფი „მგზავრები“ კონცერტს გამართავს. ორგანიზაოტრების ინფორმაციით, სოლო კონცერტი მოსკოვის „მწვანე თეატრში“ გაიმართება.

გიგი დედალამაზიშვილის თქმით, შესრულდება რამდენიმე ძბელი სიმღერა, რომელიც ჯგუფს დიდი ხანია არ შეუსრულებია. ასევე, შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან „გეო“,

მოსკოვის გარდა, „მგზავრები“ უახლოეს მომავალში გეგმავენ რამდენიმე კონცერტის ჩატარებას რუსეთის დიდ ქალაქებში: 27 ივლისს - დონის როსტოვში, 3 აგვისტოს - ეკატერინბურგში და 7 სექტემბერს - სოჭში, ფესტივალზე Global Rainbow fest.

ჯგუფი „მგზავრები“ ჩამოყალიბდა 2006 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი წევრი, თუმცა შემდგომში მათი რიცხვი გაიზარდა და დროდადრო იცვლება.

ჯგუფის ლიდერი, გიგი დედალამაზიშვილი, განათლებით მსახიობია და სიმღერების წერა 2006 წელს დაიწყო. „მგზავრები“ პოპულარული გახდა დავით იმედაშვილის ფილმ „ოცნების ქალაქში“ გაჟღერებული სიმღერის შემდეგ.

2015 წლის ივლისში კოლექტივი გამოვიდა რუსეთში, ფესტივალ „Нашествие“-ზე შემდგომში კი – ეთნიკური მუსიკის და მრეწველობის საერთაშორისო ფესტივალზე „МИР Сибири“. 2016 წლის თებერვალში მიიღო „НАШЕ радио“-ს „Чартова дюжина“-ს ჯილდო ნომინაციაში „Взлом“. 2016 წელს გამოვიდა რუსულ მუსიკალურ ფესტივალზე „Дикая мята“.

ჯგუფის მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. „მგზავრებს“ არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი. გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეოც.


თეგები :