• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული ხუთი წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა. ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში.

ქობულეთის ორ სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან სხვა დაშავებულებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განმარტებით სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 11 ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა. რა გახდა ავარიის მიზეზი გამოძიება დაადგენს.


თეგები :