• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. კონკურენტებთან უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ. 

კურო
გაგიმძაფრდებათ საყვარელ ადამიანებთან ყოფნის, მათი მოფერებისა და განებივრების სურვილი. ზოგიერთს ახალ ბინაში გადასვლის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სურვილი გაუჩნდება. 

ტყუპი
დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაგიჩნდებათ ორიგინალური სურვილი და მის განხორციელებას შეძლებთ. გემრიელი საჭმელების დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდებათ. 

კირჩხიბი
იყავით დაკვირვებული. შეიძლება გააქტიურდნენ ძველი კონკურენტები, მტრები. თუმცა, ნუ განერვიულდებით, რთულ საკითხებსაც კი მშვიდობიანად მოაგვარებთ. 

ლომი
უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. დაასრულეთ საქმეები და შინ მალე მიდით. 

ქალწული
გახსოვდეთ, ყველას აქვს უფლება საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. შეიძლება გაგაღიზიანით იმ ადამიანების ქცევამ, ვისაც პატივს სცემთ. ზოგიერთი ნიშანი პირადი ცხოვრების კარდინალურ შეცვლას გადაწყვეტს. 

სასწორი
თუ გრძნობთ, რომ კარგ ფორმაში ხართ და ვალდებულებებს მარტივად გაართმევთ თავს, იმოქმედეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან. საყვარელი ადამიანის 

 

მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. 

მორიელი
იყავთ მიზანმიმართული და დაკვირვებული. უსიამოვნებებს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ზოგიერთს გაანწყენებს ახლობელების ქცევა და ზოგიც საერთოდ გაწყვიტავს ურთიერთობას პარტნიორთან, კლიენტთან, საყვარელ ადამიანთან. 

მშვილდოსანი
კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ეცადეთ, რომ იყოთ დაკვირვებული და დიპლომატიური, არ თქვათ ისეთი რამ, რასაც შემდეგ ინანებთ. მოერიდეთ პროვოკაციას, ძვირი ნივთების შეძენას. 

თხის რქა
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია: უსაფრთხოება და ღირსება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ჯანმრთელობის გაუარესებას. ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. 

მერწყული
მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. ყველა საქმის შესრულებისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. იყავით დიპლომატიური. განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. 

თევზები
შეიცვლით გარემოს, სიტუაციას. გაიუმჯობესეთ ცხოვრებისეული პირობები, პირადი ცხოვრება. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის სცენებს ნუ მოუწყობთ.

 

astrologi.ge


თეგები :