• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს

4 წლის გოგონა, რომელსაც დედა 8 დღის განმავლობაში ეძებდა, ნაპოვნია და ის პოლიციამ დედას დაუბრუნა. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მამამ აფხაზეთში გადაიყვანა, ამის შესახებ დედამ არ იცოდა და შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს“, - აცხადებენ შსს-ში.


თეგები :