• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

„ამ უწყვეტი კადრებით ნადგურდება მთავრობის პროპაგანდა, თითქოს სროლა პარლამენტში შეჭრის მცდელობას მოჰყვა“

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია, რომელსაც პროკურატურა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება, 20 ივნისის ღამის ვიდეომასალას აქვეყნებს. დეპუტატის თქმით, ეს კადრები ანადგურებს ხელისუფლების პროპაგანდას იმაზე, რომ სროლა პარლამენტში შეჭრის მცდელობას მოჰყვა.

მელია წერს, რომ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ სროლა მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აპირებდნენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველზე აქცია დაშალა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ძალის გამოყენების აუცილებლობა პარლამენტზე შტურმმა გამოიწვია. პროკურატურის მსგავსად, შტურმის დაწყებაში ისინი ნიკა მელიას ადანაშაულებდნენ.


თეგები :