• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

საღორიის ტყეში, სუიციდის მცდელობისას, მაშველებმა ახალგაზრდა გოგონა სიკვდილს გადაარჩინეს

ქუთაისში ე.წ. საღორიის ტყეში გოგონას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის მეხანძრე მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.გოგონას ოჯახი ეძებდა. მათ დახმარებისთვის „112“-ს მიმართეს, მაშველებმა კი სიკვდილს გადაარჩინეს.

"შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა - ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".


თეგები :