• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

ზონდერები, რომლებმაც შეკვეთილში აქცია დაარბიეს ადიკო ივანიშვილის შვილის ნათესავები და მეგობრები არიან

გაირკვა რომ შეკვეთილში მოშიმშილე ახალგაზრდების აქცია ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილის, ემზარ ივანიშვილის მეგობრებმა და ცოლის ნათესავებმა დაარბიეს. დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე, კოტე ესებუა ხელმძღვანელობდა.

"კოტე ესებუა გახარიას მონა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კახა მურადაშვილის ახლო მეგობარია. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა შეკვეთილში ბიძინას სახლთან მოშიმშილეების დარბევას", - ამბობს გურიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, დავით მჟავანაძე.

მეტიც, გაირკვა, რომ ორი ზონდერი, რომლებიც შეკვეთილში აქციის დარბევაში მონაწილეობას იღებდნენ და მოშიმშილე ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, ადიკო ივანიშვილის შვილის - ემზარ ივანიშვილის მეგობრები და ნათესავები არიან.

ერთ-ერთია ივანე თოდუა, რომელიც აღსანიშნავია, რომ ყაჩაღობისთვის სასჯელს იხდიდა და ამნისტია შეეხო. ის ადიკო ივანიშვილის შვილის - ემზარ ივანიშვილის მეგობარია. 

ხოლო მეორე პირი გვარად ძიძიგურია და ემზარ ივანიშვილის ცოლის ნათესავია. ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, თუმცა, თავს „შემთხვევით გამვლელად და აქციებით შეწუხებულ მოქალაქედ ასაღებდა“. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტიტუშკები, მოშიმშილე ახალგაზრდებს მიუვარდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარვები დაურბიეს. 

50-მდე ტიტუშკა, რომლის დიდი ნაწილი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო, ორგანიზებულად მივიდა აქციაზე. ტიტუშკებმა მოშიმშილე ახალგაზრდები კარვებიდან გაყარეს და კარვები დაარბიეს. ივანიშვილის ტიტუშკები აგრესიით გამოირჩეოდნენ.