• თბილისი
  • 36°C
  • 23 აგვისტო, 2019
article

დიდი შეკრება ფარცხალაძესთან - გახარია, პროკურატურის და მთავრობის მაღალჩინოსნები ყოფილ მთავარ პროკურორს სახლში ეახლნენ

ყოფილ მთავარ პროკურორთან, რომელიც დღემდე ინარჩუნებს გავლენებს სასამართლოსა და პროკურატურაში, გუშინ საღამოს დიდი შეკრება იყო. 

მისი გარემოცვიდან პრესა.ჯის აცნობეს რომ გუშინ, ოთარ ფარცხალაძემ, „კაკლებში“ მდებარე კერძო სახლში (დაბა წყნეთი, კაკლები, ჩიხი 2, სახლი 7) ლამის მთელი მთავრობა დაპატიჟა საკუთარ დაბადების დღეზე.

ივანიშვილის შავი საქმეების შემსრულებელს, სახლში ეახლნენ: შს მინისტრი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პროკურატურის, სასამართლოს, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. 

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაბადების დღე ივანიშვილის რეჟიმის გავლენიან პირებთან ერთად აღნიშნა მაშინ, როდესაც საჯარო კომენტარებში ირწმუნება რომ „კერძო ბიზნესშია“ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხება აღარ აქვს.

ოფიციალურად, ფარცხალაძე კომპანია ლუკოილში მუშაობს, არაოფიციალურად კი, დღემდე ინარჩუნებს გავლენებს პროკურორებსა და მოსამართლეებზე. სწორედ მისი გამოყენებით წყვეტს ივანიშვილი იმას, თუ რომელ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს წაუყენონ ბრალი და ვინ გაიმეტონ ციხისთვის.

ოთარ ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. 2008 წლამდე ის შს სამინისტროში მუშაობდა. 

ფარცხალაძე, ბერასთან ახლობლობის გამო, ივანიშვილმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მთავარ პროკურორად დანიშნა - 2013 წლის ნოემბერში. 

თუმცა, იმის გამო რომ წლების წინ გერმანიაში ბოტასის ქურდობისთვის გაასამართლეს და ეს ამბავი გასაჯაროვდა, იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

 


თეგები :

ფარცხალაძე