• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

თბილისის მერიამ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარადგინა

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ქანდაკების ესკიზები წარუდგინა.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან. კონკურსში გამარჯვებული ჰიპოპოტამის ქანდაკება კი ზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსდება. 


თეგები :