• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

სანდრო ბრეგაძე: თუ გეიპარადი ჩატარდება, ხალხთან ერთად წინ ლოცვით აღვუდგებით

„ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, პრაიდის ჩატარებით სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა.

მისივე თქმით, უმცირესობების წარმომადგენლები მას პირად შეტყობინებაში წერენ, რომ არ სურთ ამ ღონისძიების გამართვა.

ბრეგაძის განმარტებით, პრაიდის ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე ამ ყველაფრით ფულის შოვნას გეგმავს.

„საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, ეს ყველას მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან.

„აქ არის საუბარი ათეულ ადამიანზე, რომლებიც უცხოელი სპონსორებისგან არიან დავალებული, რომლებიც ელოდებიან მატერიალურ სარგებელს. აქ არის საუბარი მხოლოდ ფულზე და მატერიალურ გამდიდრებაზე. არის სერიოზული და რეალური საშიშროება ყველა ქართველის და მამულიშვილის მოვალეობაა, რომ გააფრთხილოს ყველა მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება პრაიდი, ისინი ხალხთან ერთად უმცირესობებს წინ ლოცვით აღუდგებიან.

„ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სამი დღის განმავლობაში დააფიქსიროს.


თეგები :