• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

12-13 ივნისს საქართველოში ძლიერი წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

12 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, პარალელურად კი ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია, ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. შესაბამისად, მობილიზებული უნდა იყოს მოსახლეობაც და შესაბამისი სამსახურები.


თეგები :