• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

"შემზარავი ამბავი გავიგეთ, თამარ! ეს რა გააკეთე - ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული. ნეტავი გეთქვა რაიმე შენი შვილისთვის, თუ გიჭირდა" - რას წერენ ქართველ ემიგრანტ ქალზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი ემიგრანტი იტალიაში თამარ ნეფარიძე ტბაში გარდაცვლილი იპოვეს.

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერილს აქვეყნებს:

“დედა აღარ ჰყავს, რამხელა სიმწარეა…

ნეტა თუ მოასწარი შენი შვილის მოლოცვის წაკითხვა…

გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში, შემზარავი ამბავი გავიგეთ, თამარ ეს რა გააკეთე - შენმა ვაჟკაცმა შვილმა ლაშამ დაბადების დღე როგორი სიტყვებით მოგილოცა და ეს რა საუჩუქარი გაუკეთე - ნუთუ სულ არ შეგეცოდა… ნეტავი გეთქვა რაიმე შენი შვილისთვის, თუ გიჭირდა….

ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული….. რატომ აარჩიე შენი დაბადების დღე, რატომ….

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე…

რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს. სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა,

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თამარ ნეფარიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლაშა ჟორჟოლიანს ოჯახსა და ახლობლებს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული”.


თეგები :