• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

ნიკა გვარამია: ძალიან კი ვიცინე, მაგრამ ამხელა ქალისაგან ასეთი სამარცხვინო საქციელი მაგრად ტეხავს

კახათში მომხდარ ინციდენტს ნიკა გვარამია ასე ეხმაურება:

"აუ, ძაან კი ვიცინე, მაგრამ ამხელა ქალისგან ასეთი სამარცხვინო საქციელი, მაგრად ტეხავს. ფაქტობრივად, მკვლელობის მცდელობა მქონია," - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საარჩევნო უბანზე მოხდა. „ქართული ოცნების" დამკვირვებელი ქეთევან სორდია, რომელსაც ზუგდიდის სოფელ კახათში „რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაპირისპირება ჰქონდა, ინციდენტს იხსენებს (ვიდეო ნახეთ ქვემოთ).

იქამდე კი ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ კოორდინატორმა მხოლოდ ტელეკომპანია "იმედის" მოსვლის შემდეგ "წაიქცია თავი," თორემ იქამდე ჯან-ღონით სავსე მას სწყევლიდა.

ინტერნეტ-მომხმარებლები ქალბატონის მონაყოლს იუმორით შეხვდნენ.

"და ოსკარი გაადაეცემა," "თავი წაიქცია," "კახათელი ნატრული," "ბებო ეძახეთ და ემილია კლარკზე უკეთესად თამაშობს," - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.


თეგები :