• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

თურქული სერიალების ვარსკვლავი ჩაღათაი ულუსოი, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით თურქეთში დააპატიმრეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ცნობილ თურქ მსახიობს ჩაღათაი ულუსოის სტამბოლის სასამართლომ10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსახიობი საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღეში დააპატიმრეს.

თურქ მსახიობს ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან “გზაჯვარედინი”, “ფერიჰას საიდუმლო” და “İçerde” (შიგნით), რომელიც ქართულ ტეელსივრცეში “ძმების” სახელწოდებით გადიოდა.

ასევე მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა netflix-მა თურქული ფანტასტიკური სერიალი The Protector (Hakan: Muhafız) გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ულუსოი ასრულებს.

თურქი მსახიობი მცირე ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. მსახიობმა საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


თეგები :