• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

უწყების ცნობით, სახლში სანადირო თოფი ნახეს.

„მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აცხადებს უწყება.


თეგები :