• თბილისი
  • 35°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

„ლგბტ ორგანიზაციები სწორად მოიქცნენ, რომ 17 მაისს ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვეს“

ლგბტ ორგანიზაციები სწორად მოიქცნენ, რომ 17 მაისს რაიმე ტიპის ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვეს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

სანდრო ბრეგაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები უარს იტყვიან ასევე 18 ივნისს დაგეგმილ მსვლელობაზე.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ლგბტ ორგანიზაციებმა თავად განაცხადეს უარი ხვალ რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე. სწორედ მოიქცნენ, ჩვენ ამას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ იმავეს გააკეთებენ ისინი 18 ივნისს, როდესაც ლგბტ „პარადი“ აქვთ დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიებების ჩატარებაზე. მაგრამ, თუკი იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი უფლებები, კანონიერება და ის ღირებულებები, რაც გვაქვს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც შეეხება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, „ქართული მარში“ ამ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„ხვალ 15:00 საათზე შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან და 17:00 საათზე, ორგანიზებულად შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას, რომელიც დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და დამთავრდება სამების საკათედრო ტაძარში”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


თეგები :