• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

The Sun: მომხიბლავმა ქერა მომღერალმა კვიპროსიდან ევროპა შოკში ჩააგდო

დასავლური ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ "ევროვიზია 2019"-ზე კვიპროსის წარმომადგენლის, თამთა გუდუაძის გამოსვლას.

გამოცემა The Sun წერს, რომ თამთა გოდუაძემ მაყურებლები სიშიშვლის ილუზიით, შოკში ჩააგდო.

"მომღერალს ნომრის დასაწყისში ტყავის ჩექმები და შავი ქურთუკი ეცვა, თუმცა შიდა სამოსის უჩვეულო არჩევანითა და ოპტიკური ილუზიით ფანები შოკში ჩააგდო... .ე.წ. ბოდე, რომელიც თამთა გოდუაძეს ეცვა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მომღერალი შიშველი იყო და სხეულის ინტიმური ადგილები უჩანდა," - წერს გამოცემა.

თამთა გოდუაძის წარმატებულ შესრულებასა და მის ჩაცმულობაზე სხვა დასავლური გამოცემებიც წერენ.

"ევროვიზია 2019" -ის ფინალი 18 მაისს გაიმართება.


თეგები :

×