• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

საქართველოში რესტორანი "სადილი ცაში" გაიხსნა

საქართველოში ტურისტული ატრაქცია "სადილი ცაში" გაიხსნა. დღეიდან კოჯორში სტუმრებს 50 მეტრის სიმაღლიდან თბილისის ხედის ნახვა და სადილობა შეეძლებათ.

პლატფორმა სპეციალური ამწეთია ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ. რესტორნით სარგებლობა ერთდროულად 22 ადამიანს შეეძლება.

მსგავსი ატრაქციონი მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს. პირველად კი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა. 


თეგები :