• თბილისი
  • 33°C
  • 18 აგვისტო, 2019
article

"ვინც ამბობთ, "ევროვიზია" სულ არ გვჭირდებაო, მაშინ რაღას ვეტენებით ევროპას? აგერ, ტრიო "მანდილზე" ან***რევს მთელი თურქეთი, ავღანეთი და რუსეთი და ვიტრიალოთ ამ კულტურულ არეალში, მეტის ამბიცია თუ არ გვაქვს"

"ევროვიზიის" გუშინდელ ნახევარფინალზე ინტერნეტ-მომხმარებლების გამოხმაურებები გრძელდება. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე გამოხმაურებას, რომელმაც მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა:

"ვინც ამბობთ, "ევროვიზია" სულ არ გვჭირდებაო, მაშინ რაღას ვეტენებით ევროპას? აგერ, ტრიო "მანდილზე" ან***რევს მთელი თურქეთი, ავღანეთი და რუსეთი... კადიროვი იხვეწება, გროზნოში გამოგიგვიგზავნეთ ეგ გოგოები, გალა-კონცერტები უნდა მოვუწყოო... ხოდა, ჩავიკეტოთ ამ სალ კლდეებში და ვიტრიალოთ ამ კულტურულ არეალში, მეტის ამბიცია თუ არ გვაქვს," - წერს ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი.

"არ არის ეგრე, თითქოს პატრიოტული სიმღერა რომ იყო, იმიტომ ვერ გაიმარჯვა ოთომ. უკრაინელმა ჯამალამ ყირიმელ თათრებზე სიმღერით მოიგო ევროვიზია 2014 თუ 2015 წელს,

მაგრამ ჩვენ გვიყვარს გამეორება და კოპირება, არ გვინდა, რამე ახალი შევთავაზოთ. პატრიოტული სიმღერით მოიგეს უკვე ფინალი, ასეთივეს აღარ გაამარჯვებინებენ, ლოგიკურია.

სალვადორ სობრალი ავიღოთ, ტიპმა იმღერა არასაევროვიზიო სიმღერა თან მშობლიურ ენაზე, ყველა სტანდარტი მოგების დაარღვია, მაგრამ მაინც გაიმარჯვა, იმიტომ რომ ახალი და განსხვავებული გააკეთა.

ჩვენ რა ვქენით? მეორე წელს გავუშვით ირიაო, სობრალის სტილში ვამღერეთ თბილი, ტბილი, დაშაქრული სიმღერა ქართულ ენაზე.

ანუ გვინდა გატკეპნილი გზით სიარული.

კრეატივი გვაქვს ნოლი.

ერთადერთი გამონათება იყო ელდრაინი," - წერს მეორე ინტერნეტ-მომხმარებელი.


თეგები :