• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს: მომიწევს შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს... ცოცხალი და უვნებელი მჭირდები

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის, განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ მას გოგაშვილი ცოცხალი სჭირდება, რათა გახსნას ის „კარტები, რომლები კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს“.

"მე მომიწევს ახლა შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენი ცოდო შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები, რომლები კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს და ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო - მე ისედაც მკვდარი ვარ".

სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებულ მ სპეცოპერაციაზე ისაუბრა, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, სიცოცხლე შეეწირა. გოგაშვილმა თქვა, რომ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა.  სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.  


თეგები :

×